<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სამწუხაროდ, საქართველოში თავის დროზე კაპიტალისტურმა რეფორმებმა ვერ ჰპოვეს მხარდაჭერა, ვერ დამკვიდრდა ისეთი უმთავრესი ბიბლიური იდეები, როგორიცაა: კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და პატიოსანი მუშაობის აუცილებლობა.&#13;
&#13;
როგორც ჩანს, პროტესტანტული ეთიკა წარმოიქმნება ისეთ საზოგადოებებში, სადაც მეწარმეობა ითვლება როგორც მორალურად გამართლებული, სოციალურად სასარგებლო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. და პირიქით, თუ საზოგადოება ეჭვით უყურებს შრომის მეშვეობით სიმდიდრის დაგროვებას, ხოლო ბიზნესს განიხილავს როგორც კეთილდღეობის მიღწევის ნაკლებად ღირსეულ გზას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ფერხდება. &#13;
&#13;
პროტესტანტიზმის მასგავსი ეთიკა შეიძლება არსებობდეს  მხოლოდ ისეთ ეთიკურ სისტემებში, სადაც ადამიანის მოვალეობებსა და უფლებებს შორის ოპტიმალური ბალანსია შენარჩუნებული, სადაც მოვალეობის გრძნობა აიძულებს იშრომოს, ხოლო უფლებები იცავენ მისი შრომის ნაყოფის ხელყოფისაგან. იქ სადაც ეს ბალანსი დარღვეულია რომელიმეს უპირატესობით, ან სადაც იგი დაბალი ხარისხითაა განვითარებული, საზოგადოება ვერ ვითარდება და მარცხდება.</abstract>
