<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ნაშრომში განხილულია საქართველოში  სამედიცინო  დაზღვევის  სისტემის  ჩამოყალიბების  ძირითადი  ეტაპები, შეფასებულია  სამედიცინო  დახმარების   ანაზღაურების  მეთოდების  დანერგვა. ნაშრომში გაანალიზებულია:&#13;
&#13;
1. განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი ჯანდაცვის დაფინანსების სისტემების  მეცნიერული  ანალიზი.&#13;
&#13;
2. საქართველოში  სადაზღვევო  მედიცინის  განვითარების  ძირითადი  ტენდენციების        ანალიზი  ბავშვთა  გადარჩენის  სახელმწიფო  სადაზღვევო  პროგრამის  მაგალითზე;&#13;
&#13;
3. სამეგრელოს  რეგიონის  მოსახლეობის  დემოგრაფიული  განვითარების  ძირითადი  ტენდენციების  რეტროსპექტული  ანალიზი;&#13;
&#13;
4.  ჯანდაცვის  სისტემაში  მიმდინარე  პირველადი  ჯანდაცვის  რგოლის  რეორიენტაციის  პროცესის  შედეგების  კომპლექსური  შეფასება;&#13;
&#13;
5. ჯანდაცვის  სისტემის  რეორიენტაციის  პროცესში  გამოყენებული  დაფინანსების  მეთოდების  საექსპერტო  შეფასება;</abstract>
