<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ფილმით “წითელ უდაბნო” მიქელანჯელო ანტონიონიმ დაასრულა “არაკომუნიკაბელურობის ტეტრალოგია”, რომელიც 1959 წელს დაიწყო. “წითელ უდაბნო” სულიერი სიცარიელის, გაუცხოების მეტაფორული პორტრეტია. ინდუსტრიულ თუ ტექნოკრატიულ ეპოქაში დაირღვა ადამიანებს შორის ადამიანური ურთიერთობის ტრადიციული ფორმები, ახალი კი ვერ გამოინახა. ადამიანი გაუცხოვდა საკუთარი თავის და გარემოს მიმართ, მისი სული “ტექნიცისტური”, მანქანური გახდა. ერთ მშვენიერ დღეს ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ დაკარგეს საურთიერთობო ენაც კი, შედეგად იგი გამარტოხელდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა.&#13;
"ტექნიცისტურ" სამყაროსაც თავისებური სილამაზე აქვს. ადამიანს ადრე თუ გვიან მოუწევს შეგუება ამ უჩვეულო სამყაროსთან. იმედის დასასრულით იწყება სიმშვიდე…</abstract>
