<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">საქართველოში არსებული საავადმყოფოების უმრავლესობა მომგებიან (კომერციულ) ორგანიზაციებს წარმოადგენენ. 2013 წლის მონაცემებით, საავადმყოფოთა 42% სადაზღვევო კომპანიებს ეკუთვნის, ფიზიკურ პირებს - 29 %, სახელმწიფოს  მხოლოდ 8 %. სახელმწიფოს საკუთრებაში, ძირითადად, ფსიქიატრიული და სპეციფიკური სამედიცინო მომსახურების საავადმყოფოები რჩებიან. ამისგან განსხვავებით დასავლეთ ევროპის, ასევე აშშ-ის ჯანდაცვის სისტემაში არამომგებიანი (არაკომერციულ) საავადმყოფოები შეადგენენ 50 %-ზე მეტს. &#13;
საქართველოში არ არსებობს საავადმყოფოების არამომგებიანი სახით ფუნქციონირების საკმარისი მოტივაცია. საჭიროა საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების შემდგომი დახვეწა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინება.&#13;
მიზანშეწონილია არამომგებიანი საავადმყოფოების როლის გაზრდა საქართველოს სამედიცინო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ამაღლებას, და რაც მთავარია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაახლოებას ცივილიზებულ სამყაროს არსებულ გამოცდილებასთან.</abstract>
