<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სტატია ეძღვნება კვანტორული ლექსიკური ერთეულების სემანტიკური და რეფერენტული თავისებრებების კვლევას თანამედროვე ინგლისურში. ეს ლექსემები წარმოადგენენ ცარიელ, ინტენსიონალობას მოკლებულ არარეფერენტულ სახელებს, რომლებსაც მხოლოდ ექსტენსიონალი გააჩნიათ. შესაბამისად,  ისინი ადამიანის ან საგნის იდენტიფიცირებას ახდენენ აბსტრაჰირებულად, როგორც ადამიანთა/ საგანთა კლასის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მისი ინდივიდუალიზაციის გარეშე. &#13;
კვანტორულ ნიშანთა რეფერენტული ფუნქციონირება ინგლისურენოვან ტექსტში მკაცრად რეგლამენტირებულია. აბსტრაჰირებული იდენტიფიკაციის დროს იგი შემოიფარგლება მსჯელობის საგნის პირველადი პრეზენტაციით ტექსტში, რითაც ყოველთვის აკონტროლებს პრონომინალური სუბსტიტუტის სემანტიკას, აფიქსირებს რა მის ადგილს პოსტპოზიციაში. იმ შემთხვევაში კი, როდესაც რეფერირება ხორციელდება ექსტრალინგვისტური ონტოლოგიური კლასის არა ღია, არამედ სიტუაციურად განსაზღვრული სიმრავლის მიმართ, თავად კვანტორული ერთეულის სემანტიკა კონკრეტდება პოსტპოზიციაში მდგომი ატრიბუტული დამოკიდებული წინადადებით ან დენოტაციური მნიშვნელობის მქონე სახელადი ფრაზით ან ფრაზებით. &#13;
</abstract>
