<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ქალსა და მამაკაცს შორის ტოლფასოვნებისა და თანასწორობის პირველ მაგალითებს მოზარდი ოჯახში ხედავს. ამიტომ თანამედროვე საზოგადოებაში გენდერულ როლებთან დაკავშირებული კონფლიქტების გადასაჭრელად აუცილებელია მოსწავლეთა მომზადება საოჯახო ცხოვრებისათვის, საოჯახო ეკონომიკის გაძღოლისათვის, დედის, მამის, მეოჯახის როლების შესასრულებლად. ამგვარ მომზადებაში დიდ როლს თამაშობს წარმოსახვაზე, როლებთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე მიმართული სასწავლო პროცესი.</abstract>
