<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">ნაშრომი ეძღვნება მეტაფორული აზროვნების გამომხატველი ერთ-ერთი ტროპის, ხატოვანი შედარების ლინგვოსემიოტიკურ კვლევას ინგლისურენოვან ტექსტში. კვლევა განხორციელებულია სამგანზომილებიან ენობრივ სივრცეში ხატოვან შედარებათა სემანტიკურ, სინტაქტიკურ და პრაგმატიკულ ასპექტთა ინტეგრირების გზით, რის შედეგადაც გამოვლენილია მათი შიდაფორმის ანუ ინვარიანტული კონცეპტური მოდელის მაკონსტიტუირებელი კატეგორიალური მახასიათებლები. დადგენილია ასევე ხატოვან შედარებათა ლოგიკურ-სემანტიკური და სტრუქტურული ტიპები, რომელთა ერთობლიობაც მეტ-ნაკლები სისრულით წარმოაჩენს ამ ვერბალურ კონსტრუქტთა ლინგვოსემიოტიკურ თავისებურებებს თანამედროვე ინგლისურ ენაში. წიგნი შეიცავს საინტერესო მასალას როგორც ლექციებისათვის, ასევე სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომებისათვის ინგლისური ენის სტილისტიკაში, დისკურსის ანალიზსა და ზოგად ენათმეცნიერებაში. გარდა ამისა, ვიმედოვნებთ, რომ იგი დახმარებას გაუწევს ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურის პროფესიონალ მთარგმნელებს მათ პრაქტიკულ საქმიანობაში.&#13;
</abstract>
