<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">&#13;
წიგნს საფუძვლად უდევს ლექციების ციკლი "გრამატიკის თანამედროვე თეორიებში", რომელსაც ავტორი კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის სპეციალობაზე. &#13;
წიგნის დასახელებაში ტერმინი “გრამატიკა” გამოიყენება ფართო გაგებით, რაც ითვალისწინებს იმ რეგულარული და ობლიგატორული კანონზომიერებების განზოგადებას (როგორც სიტყვის, ასევე წინადადების და ტექსტის დონეზე), რომელთა ერთობლიობაც უზრუნველყოფს ენის, როგორც ნიშანთა სისტემის, არსებობას და ფუნქციონირებას. კურსის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს სხვადასხვა ლინგვისტური სკოლების და მიმდინარეობების მიერ შემუშავებული თანამედროვე მორფო-სინტაქსური კონცეფციები და მოდელები, რომლებშიც რეალიზებას ჰპოვებს ვერბალურ ნიშანთა სისტემის ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტები. &#13;
წიგნი განკუთვნილია ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. &#13;
</abstract>
