<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">წიგნს საფუძვლად უდევს ლექციების ციკლი ტექსტის ლინგვისტიკაში, რომელსაც ავტორი კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ანგლისტიკა-ამერიკანისტიკის სპეციალობაზე.  სახელმძღვანელოს შინაარსს განაპირობებს ტექსტის როგორც ლინგვოსემიოტიკური ერთეულის სტრუქტურულ-სემანტიკური, კომუნიკაციურ-ინფორმაციული და პრაგმატიკული თავისებურებანი. შესაბამისად, ლექციები ეძღვნება როგორც ტექსტის ლინგვისტიკის ზოგადთეორიული საკითხების, ისე ტექსტობრივი კატეგორიების და მათი რეალიზების თავისებურებების განხილვას ინგლისურენოვან ტექსტში. წიგნში თეორიული მსჯელობა კარგად არის შეხამებული ემპირიული მასალის ანალიზთან, რაც უფრო საინტერესოს და ღირებულს ხდის მას. &#13;
სახელმძღვანელო განკუთვნილია ინგლისური ფილოლოგიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. </abstract>
