<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სტატია ეძღვნება კოგნიტური მეტაფორების კვლევას პოლიტიკურ დისკურსში. კოგნიტურ მეტაფორას ქმნის ამა თუ იმ მოვლენის სახალხო მეტაფორული აღქმა, რომელიც არ მოიპოვება ენაში მატერიალიზებული ფორმით, მაგრამ არსებობს ერის ცნობიერებაში და მის არსებობას ადასტურებს მთელი რიგი მეტაფორული გამოთქმები, რომლებშიც ამ მოვლენის ნიშნები რეალიზდება მოცემული ერის ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. ნაშრომში განხილულია ომის მეტაფორული კონცეპტუალიზაცია ამერიკულ და ქართულ პოლიტიკურ დისკურსში. </abstract>
