<?xml version="1.0" encoding="UTF-8" ?>
<abstract xmlns="http://eprints.org/ep2/data/2.0">სტატიაში პოლიტიკური დისკურსი განიხილება როგორც ინტერდისციპლინური კვლევის საგანი, რაც შესაძლებელს ხდის გამოვლენილ იქნეს ურთიერთკავშირი მის პოლიტოლოგიურ, სოციოლოგიურ, ინტერსუბიექტურ, კულტურულ, კოგნიტიურ და ლინგვისტურ ასპექტებს შორის. ლინგვისტთა ყურადღების ცენტრში ექცევა პოლიტიკური დისკურსის მოდელირების ისეთი თეორიული საკითხები, როგორიც არის პოლიტიკური ტექსტის წარმოქმნისა და ფუნქციონირების მექანიზმები, მეტაფორიზაციის როლი პოლიტიკური სამყაროს შემეცნებაში, პოლიტიკოსის სამეტყველო ქმედების განზოგადება, მისი სტრატეგიის ვერბალური და რიტორიკული საშუალებების კვლევა და სხვა. თანამედროვე კვლევებში პოლიტიკური დისკურსი განიხილება ინტერპარადიგმულ ჭრილში ვერბალური ნიშნის სამგანზომილებიანი მოდელით მისი სემანტიკური, სინტაქტიკური და პრაგმატიკული თავისებურებების გათვალისწინებით.    &#13;
&#13;
&#13;
&#13;
&#13;
&#13;
&#13;
&#13;
&#13;
</abstract>
