შშმპ დასაქმების პოლიტიკა საქართველოში და ალტერნატიული გზები

ჭანტურიძე, მაია and ვერულავა, თენგიზ (2018) შშმპ დასაქმების პოლიტიკა საქართველოში და ალტერნატიული გზები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 4 (1). pp. 89-98. ISSN 2346-7983

[img]
Preview
Text
chanturidze.pdf - Published Version

Download (308kB) | Preview

Abstract

შესავალი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება დღესდღეობით წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას საქართველოში. კვლევის მიზანია საქართველოში შშმ პირების შესახებ ისეთი საკითხების გააზრება, როგორიცაა: მათი უფლებების დაცვა, ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნა, ადაპტირება, უმუშევრობის პრობლემის მოგვარება და აღნიშნულის არაღმოჩენის შემთხვევაში რა ალტერნატიული გზების გამოძებნაა შესაძლებელი, რომ ნაკლებად დაირღვეს ამ ადამიანთა ფუნდამენტური უფლებები. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა რესპოდენტების გამოკითხვა წინასწარ სტრუქტურირებული ინტერვიუს მეშვეობით. რესპოდენტების შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. შედეგები, დისკუსია: საზოგადოების მიმღებლობა მაღალია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ. ისინი თვლიან, რომ შშმ პირებს აქვთ უფლება დასაქმდნენ, რადგან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. გამოკითხულ ადამიანთა უმეტეს ნაწილს სმენია შეზღუდული შესაძლებლობების მოდელების შესახებ. ის პირები, რომელთაც შშმ პირებთან გამოცდილება აქვთ უფრო ჰუმანურად და არასტერეოტიპულად არიან მათ მიმართ განწყობილნი, ხოლო ვისაც არ აქვს ამ კუთხით გამოცდილება, უფრო ნაკლები მზაობა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მიმართ. რეკომენდაციები: საჭიროა შეიქმნას უფრო მეტი პროფესიულლი სასწავლებლები შშმ პირთათვის და მოხდეს ამ საქმეში პროფესიონალი კადრის გაზრდა, ტრეინინგების და პროფესიული განვითარების კურსების მეშვეობით. აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და ჩართულობა შშმ პირთა სოციალიზაციაში. საჭიროა დამსაქმებელთა ინტერესის გაღვივება დაასაქმონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, სახელმწიფომ დამსაქმებლებს გაუწიოს გარკვული შეღავათები საგადასახადო, ფინანსურ საკითხებში, შშმ პირთათვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნა.

Item Type: Article
Uncontrolled Keywords: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება
Subjects: H Social Sciences > H Social Sciences (General)
H Social Sciences > HV Social pathology. Social and public welfare
H Social Sciences > HK Social Work
Divisions: Centres > Insurance and Public Health Center
Depositing User: Professor Tengiz Verulava
Date Deposited: 15 Jul 2019 16:07
Last Modified: 15 Jul 2019 16:07
URI: http://eprints.iliauni.edu.ge/id/eprint/9120

Actions (login required)

View Item View Item